Saturday, June 28, 2014

ტრენინგის მე-9 დღე

 ტრენინგის მე-9 დღეს ვიმუშავეთ-პორტფოლიოს გადახატვა, youtube განვიხილეთ ტექნიკურად -ვიდეოფაილების საცავი, პრეზენტაცია გავაკეთეთ ჩვენი პროექტების, შევაჯამეთ ტრენინგები. რომელიც ძალიან დაგვეხმარება მომავალში პროექტების მომზადებაში, ბლოგების შექმნასა თუ სხვ. ამ ტრენინგებით მასწავლებლებს გაუადვილდებათ მუშაობა ტექნიკურად.  ტრენინგმა საკმაო ინფორმაცია და ტექნიკური ცოდნა დაგვიგროვა პედაგოგებს რითიც მომავალში ვიხელმძღვანელებთ.

ტრენინგის მე-8 დღე

    ტრენინგის მე-8 დღე დაიწყო გამეორებით. შევქმენით ჩვენი პროექტის შესაბამისი ფასილიტაციის რესურსი.ვიმუშავეთ Slide-ზე და მის დიზაინზე. გადავხედეთ პროექტის პორტფოლიოს.დავასათაურეთ. ვიმუშავეთ პროექტის პორტფოლიოს გადატანა ბლოგზე-სიის გაჯეტის ჩასმაზე.

Monday, June 23, 2014

ტრენინგის მე-7 დღე

ტრენინგის მე-7 დღე დავიწყეთ გამეორებით.
მე-2, რაზეც ვიმუშავეთ- ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება.
მე-3-ბლოგზე გვერდების დამატება
მე-4 პროექტის გეგმაზე მუშაობა

Sunday, June 22, 2014

ტრენინგის მე-6 დღე

     ტრენინგის მე-6 დღე დავიწყეთ გამეორებით. განვიხილეთ და ჩამოვაყალიბეთ სხვადასხვა ტიპის  შეფასებები. ვიმუშავეთ მოსწავლის პრეზენტაციაზე, ვნახეთ ნიმუშებიც და ავაწყეთ ახალი სლაიდი PowerPoint-ში. შევქმენით მოსწვლის ნიმუში, განვიხილეთ გვერდების თანმიმდევრობა: შევიტანეთ მიზნები, პრობლემები, ბიბლიოგრაფია და ა.შ რაც კვლევისთვის არის დამახასიათებელი და საჭირო..ვიმუშავეთ  PowerPoint-ში დიაგრამებზე, ანიმაციაზე. დღევანდელი დღის  ბოლო აქტივობა-პროექტების გეგმების გადახედვა. გადავხედეთ სხვა მაწავლებლების გეგმებს. დღევანდელი დღე დავასრულეთ რეფლექსიით.

Saturday, June 21, 2014

ტრენინგის მე-5 დღე

       ტრენინგის დასაწყისში გავიმეორეთ ბლოგის შექმნა, დიზაინი ჩასმა ტექსტის და სურათების. შემდეგ გადავედით ახალ მასალაზე . განვიხილეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები. როგორ მივუთითოთ მოძიებული მასალის ,ფოტომასალის თუ  ინტერნეტის მისამართი,. მე-3 აქტივობა - მოსწავლის ნიმუში-ბლოგზე მუშაობა, გაჯეტები- სურათი, გამოკითვა, HTML. ვიმუშავეთ გაჯეტებზე და მათ გადაადგილებაზე, დიზაინზე,  სურათები ჩავსვით, შევქმენით და  ჩავსვით გამოკითხვები, ვიმუშავეთ საათების ჩასმაზე HTML

Sunday, June 8, 2014

ტრენინგის მე-4 დღე

ტრენინგის მეოთხე დღეს გავიმეორეთ წინა ტრენინგებზე შესწავლილი მასალა. შემდეგ შევადგინეთ დროში გაწერილი გეგმა. გავაკეთეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია..გავიხსენეთ როგორ კეთდება პრეზენტაცია  PowerPoint-ში. შევქმენით საპრეზენტაციო 6 გვერდი. ვიმუშავეთ მის დიზაინზე..ამავდროულად ამ ყველაფერს ვგზავნით საკუთარ თავთან..ვიმუშავეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის ბლოგზე გადატანაზე. მე-4 ტრენინგის ბოლო აქტივობა-კომენტარები ბლოგზე.

Saturday, June 7, 2014

ტრენინგის მე-3 დღე

      ტრენინგის მე-3 დღეს გავიმეორეთ პირელი და მეორე დღის ტრენინგი..შემდეგ ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე და შევავსეთ ნაწილობრივ ..ვიმუშავეთ მიზნის განსაძღვრაზე, სტანდარტის დადგენაში და ასევე მიმართულების მიმცემ კითხვებზე: ზოგადი,შინაარსობრივი და თემატური კითხვები ჩამოვაყალიბეთ, რაც დაგვეხმარება მიზნის მიღწევაში..
ვიმუშავეთ ბლოგზე...სურვილის მიხედვით შეგვიძლია შევცვალოთ სათაური, ფონი ...წავშალოთ და აღვადგინოთ ბლოგი.

Sunday, June 1, 2014

ტრენინგის მე-2 დღე

.ტრენინგის მე-2 დღეს მიმოვიხილეთ საშინაო დავალება ,  გავეცანით ერთმანეთის პროექტებს.
 შემდეგ გავიმეორეთ პირველ დღის ტრენინგზე შესწავლილი მასალა,
ტექსტურ რედაქტორში-ბუკლეტისთვის მუშაობა.  გავეცანით საჭირო ინსტრუქციებს. ვისწავლეთ ბუკლეტის ფორმატი. სურათების ჩასმა და სხვა. რომელიც გამოგვადგება ჩვენი პროექტის რეკლამისათვის.დავამზადეთ ბუკლეტები, ვიმუშავეთ დიზაინზე, და დავამზადეთ ბუკლეტები. ვიმუშავეთ ბლოგებზე და სურათების ჩასმაზე.